Sunday, March 29, 2015

მე-5 დღე

დღევანდელ დღეს ბევრი საინტერესო რამ გავიგე. ძალიან მომწონს ბლოგზე მუშაობა. ვიმუშავეთ პრეზენტაციის შაბლონზე. ჯერ კიდევ ვერ ვუყრი თავს პროექტის აქტივობებს და თანმიმდევრობებს, არ მაქვს ჩამოყალიბებული მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

3 comments:

  1. ქალბატონო ნონა, რა თემა გაქვთ პროეკტისთვის შერჩეული? რას გეგმავთ პროექტის ფარგლებში? რა დავალებები გაქვთ ჯგუფებისთვის მოფიქრებული? რა დასკვნების გაკეთება მოუწევთ მათ?ინფორმაციას რომელსაც მოიძიებენ რა სახით წარმოადგენენ? გეგმის შაბლონში მიზანი დაწერეთ ძალიან კონკრეტულად ისე რომ შეძლოთ შეფასება.დაწვრილებით გაწერეთ გეგმაში ყოველი კვირის პროცედურა. tpdc.ge/essentials-ზე რესურსებში მოძებნეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები zip ფაილები და ნახეთ პროექტების ნიმუშები. რესურსებშივე გაეცანით საშუალო, საბაზო და დაწყებითი საფეხურის პროექტების ნიმუშებს. იქნებ დაგეხმაროთ თქვენ პროექტში და მოგცეთ დამატებითი იდეები და მიმართულებები. ასევე გაეცანით რესურსებში მოცემულ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მასალებს:
    1. ,, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაცია".
    2. ,,რჩევები მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების წერისთვის"
    3. ,,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშები"
    4 . ,,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ყველა თემისთვის"

    ReplyDelete
  2. მარეხი დიდი მადლობა რჩევებისათვის. ძალიან მიხარია ყოველთვის ასეთ კარგ რჩევებს რომ მაძლევ და სწორ გზაზე რომ მაყენებ, რომ იცოდე რამდენს ვფიქრობ და რამდენჯერ შევცვალე პროექტის თემა. ასეთი რამ არასოდეს დამმართნია, რაღაც ქაოსში ვარ თითქოს და მიჭირს დახარისხება, მაგრამ მჯერა მოთმინებით მომისმენ და სწორად შევადდგენთ ყველაფერს

    ReplyDelete
  3. ნონა რა თემა შეარჩიე?

    ReplyDelete